მსოფლიო ეკონომიკის გეოგრაფია (წიგნის რევიუ)


გვერდების რაოდენობა: 472
ენა: ინგლისური
ავტორები: პოლ კნოქსი, ჯონ ენგრიუ და ლინდა მაკარტი
გამოცემის წელი: 2008
გამომცემელი: Routledge
მიახლეოებითი ფასი: 35$

წაიკითხა აპოლონ ფაჩულიამ: პროცესშია
რევიუ აპოლონ ფაჩულიას მიერ: კი

ამ ბოლო დროს გადავწყვიტე წიგნების რევიუ დამეწერა ხოლმე. თავდაპირველად ეს იქნება წერილობითი სახით (ეს იდეა გამიჩნდა ბილ გეითსის, -ცნობილი ფილანტროპისა და განვითარების საკითხებით დაინტერესებული ადამიანის ბლოგის მიხედვით), შემდეგში კი ვფიქრობ მოხდეს ვიდეო რევიუების ჩაწერა, რაც უფრო საინტერესო უნდა იყოს.

წიგნებს განვიხილავთ იმ პრინციპით რა პრინციპითაც ის იქნება კავშირში განვითარების  საკითხებთან. ეს თემატიკა შეიძლება იყოს: განვითარება, პოლიტიკური გეოგრაფია, ეკონომიკური გეოგრაფია, რეგიონების გეოგრაფია, განვითარების ეკონომიკა და ა.შ.

დღეს გადავწყვიტე განვიხილო უკანასკნელი წიგნი არა როგორც წაკითხული, არამედ კითხვის პროცესში მყოფი წიგნის.

აღსანიშნავია, რომ წიგნი არის მაღალპოლიგრაფიული, საშუალოზე დიდი ზომის, უხვად რუკებითა და სტატისტიკური მასალებით. საინტერესო ფერადი რუკები და პრიალა ფურცლები საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს.

წიგნში ძირითადი ყურადღება განვითარებას ეთმობა. მრავლადაა case study-ები. ტაივანის, სინგაპურის, ლათინური ამერიკის და ა.შ. მაგალითზე. ბირთვისა და პერიფერიის საკითხზე საკმაოდ ვრცელი და დოკუმენტალური ინფორმაციაა მოყვანილი. საუბარია მსოფლიოს ეკონომიკის ისტორიული განვითარების ეტაპებზე და ა.შ. წიგნში მნიშვნელოვანია დამოკიდებულების თეორია და სხვა განვითარების თეორიები. არის ჩვეულებრივი მაგალითებიც, მაგალითად როგორ მოქმედებს ვინმე ჩინელ მეწარმე ხიაო შჟიზე, რომელიც სიჩუანის პროვინციაში ცხოვრობს, გლობალური ეკონომიკური პროცესები.

მოკლედ, კითხვის პროცესი მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს და ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთულია. გადავწყვიტე ჩანაწერები გავაკეთო წიგნის თავების მიხედვით. კითხვის დასრულების შემდეგ კი უფრო სრულყოფილ და საინტერესო რევიუს შემოგთავაზებთ. ისე კი, ყველას გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, ვისაც გეოგრაფია და ზოგადად, განვითარების საკითხები აინტერესებს.

ბავშვებს მსოფლიოში ყველაზე მეტად განათლება, საკვები და გარემოს დაცვა აღელვებთ

მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ბავშვებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ყველაზე მეტად განათლების საკითხი აღელვებთ. ასევე პრიორიტეტულია საკვებისა და გარემოს დაცვის პრობლემა. ChildFund International-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში,”პატარა ხმები, დიდი ოცნებები”, მონაწილეობა 47 ქვეყნის 62000 ზე მეტმა ბავშვმა მიიღო. მათ უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებდნენ, საკუთარი ქვეყნის პირველი პირი რომ გამხდარიყვნენ.  გამოკითხულთა ნახევარმა, უმეტესწილად განვითარებად ქვეყნებში, უმთავრეს პრობლემად კარგი განათლების მიღება დაასახელა. კვლევის მესვეურების განცხადებით, გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ბავშვობის ასაკმა ერთგვარად დაბლა დაიწია და დღეს 10-12 წლის ბავშვებს მათზე გაცილებით უფროსი ადამიანების შესაფერისი აზროვნება და აღქმა ახასიათებს. ”ყოველ შემთხვევაში, ისინი მთელი სისავსით აცნობიერებენ განათლების მიღების მნიშვნელობას”- განაცხადა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა სტივენ სტირლინგმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ბანგლადეში





ბანგალდეშელი ქალი თავისი სახლის ნანგრევებში. ბანგლადეშში ხშირია სტქიური უბედურებები, განსაკუთრებით წყალდიდობა, ძლიერი წვიმები.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის განცხადება


გაეროს წარმომადგენლობა შეძრწუნებულია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი ახლახან ნაჩვენები სატელევიზიო კადრებით.
მივმართავთ ხელისუფლებას, განიხილოს პატიმართა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და  დამამცირებელი მოპყრობის  ყველა კონკრეტული შემთხვევა და   უზრუნველყოს მათი დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება.
შეგახსენებთ,  რომ საქართველო მონაწილეა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებისა, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის, აგრეთვე გაეროს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კონვენციისა, რაც ავალდებულებს მას, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირებს მოეპყროს ჰუმანურად, მათი განუყოფელი პიროვნული ღირსების სრული პატივისცემით.

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე


ივესალმებით გარემოსდაცვით ცნობიერებას! 16 სექტემბერს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ და იმედი გვაქვს, რომ ყველანი ერთად დავფიქრდებით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი დედამიწის დასაცავად. 
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე 1987 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც მონრეალის ოქმი შეიქმნა. იმ დროისათვის მსოფლიო ყოველწლიურად 2 მილიონ ტონა ოზონდამშლელ ნივთიერებას  მოიხმარდა. ამ ქიმიკატებს იყენებდნენ სოფლის მეურნეობაში, ფარმაკოლოგიაში, სამაცივრო და ავეჯის წარმოებაში. ბევრის აზრით, მათი გამოყენების აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
2007 წელს მონრეალის ოქმის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადებს (წქფნ) - ოზონის შრისათვის ყველაზე სახიფათო ნივთიერებას, წარმოებიდან და მოხმარებიდან ამოიღებდნენ. განვითარებულმა ქვეყნებმა მათი გამოყენება 80%-ით შეამცირა. 
ეს იმედის მომცემი შედეგია, თუმცა ოზონის შრის დაცვა კვლავაც უნდა გაგრძელდეს. მეცნიერების ვარაუდით, ოზონის შრეს საფრთხე ისევ ემუქრება.  
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას დავიცვათ ოზონის შრე 
საქართველოს მონაწილეობა ოზონის შრის დაცვაში: 1996 წელს საქართველო ვენის კონვენციასა და მონრეალის ოქმს შეუერთდა. ამით ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება ოზონ-დამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების შესაღებ. 2007 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ოზონის შრის დაცვის სფეროში. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის მიერ ამ საქმიანობაზე გამოყოფილმა დაფინანსებამ 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით საქართველომ, რომელიც წელიწადში 22.5 ტონამდე ქლორ-ფტორ-ნახშირბადებს მოიხმარდა, 2008 წლისათვის სრულიად ამოიღო ეს ნივთიერებa ხმარებიდან.
გაეროს განვითარების პროგრამისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ ერთობლივად ქვემოთ ჩამოთვლილ შედეგებს მიაღწია:
  • შეიქმნა და აღჭურვილ იქნა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი.
  • უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 კომპანია.
  • სამ პროფესიულ სასწავლებელში მაცივარ-ტექნიკოსის სასწავლო პროგრამა დაინერგა, რის შედეგადაც ყოველწლიურად 45 სტუდენტი იღებს შესაბამის პროფესიულ განათლებას.
  • 800-მა ტექნიკოსმა გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
  • შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა საბაჟოსათვის. 200-მა მებაჟემ გაიარა თეორიული და პრაქტიკული სწავლება მაცივარაგენტების იდენტიფიცირების საკითხებში.
  • ჩვიდმეტმა კომპანიამ და ორგანიზაციამ ოზონდამშლელ ნივთიერებაზე მომუშავე დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე გადაიყვანა.
2009 წელს შემუშავდა ათწლიანი გეგმა დანარჩენი ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების შესახებ, რომელიც 2011-2020 წლებში განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907, Sophie.Tchitchinadze@undp.org

კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ: თანასწორობა, კანონმდებლობა, რეალობა


გენდერული პოლიტიკა, ფემინისტური ანალიზი და დისკურსი ყოველთვის წარმოადგენდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფონდის თითოეული საერთაშორისო ბიუროს მიზანი დღემდე პატრიარქალური სტრუქტურების,  ძალაუფლებისა და დომინირების გენდერული თვალსაზრისით კრიტიკის ხელშეწყობა და მისი ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მუშაობა ვრცელდება ყველა დონეზე: სოციალური ურთიერთობები, პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, საჯარო სფერო.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროც ფოკუსს აკეთებს გენდერულ პრობლემატიკაზე. თანასწორობის კულტურის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული ფონდის სხვადასხვა პროექტები და აქტივობები.
საქართველოში, საზოგადოებრივი ცნობიერების გაუმჯობესების თვალსაზრისით, პროგრესი შეინიშნება, მაგრამ გენდერული სტერეოტიპები მაინც ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. არც თუ იშვიათად, საჯარო სფეროში ჩანან სოციალური ჯგუფები, რომლებიც ძველ გენდერულ როლებსა და პრივილეგიებს იცავენ და აძლიერებენ იმ არგუმენტით, რომ ეს ყველაფერი ქართული ტრადიციული და რელიგიური იდენტობის საფუძველია. ძალიან სუსტი და არაპოპულარულია გენდერული დისკრიმინაციის, ქალთა მიმართ ძალადობისა და შრომით უფლებებთან დაკავშირებული დისკუსიები.
„ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენცია“ ქალის უფლებების შესახებ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა.  კონვენცია ეხება ქალების გაძლიერებას, თანასწორუფლებიანობას და აყალიბებს ნორმატივებს ამის მისაღწევად,  ავალდებულებს სახელმწიფოს მისცეს ქალს თანასწორობის უფლების რეალურად გამოყენების საშუალება. კონვენცია შეიცავს 16 არსებით მუხლს და ფოკუსირდება სამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე - ქალის სამოქალაქო უფლებები და ლეგალური სტატუსი, რეპროდუქციული უფლებები და კულტურული ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გენდერულ ურთიერთობებზე. სპეციფიკური მუხლები ეხება ქალების თანაბარ უფლებებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, განვითარების, ეკონომიკური ცხოვრების, დასაქმების, საოჯახო და ქორწინებით ურთიერთობები და სხვა სფეროებში.  გაერთიანებული ერების შეფასების თანახმად, კონვენცია ადამიანის უფლებების დაცვის ერთადერთი ხელშეკრულებაა, რომელიც იცავს ქალთა რეპროდუქციულ უფლებებს და სწორედ კულტურასა და ტრადიციას  განიხილავს გენდერული როლებისა და საოჯახო ტრადიციების მაფორმირებელ ძალებად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები კონვენციას დღემდე წარმატებულად იყენებენ, de-facto თანასწორობის მისაღწევად მომავალშიც დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.  კონვენციის ძირითადი მოთხოვნების და მათ შესრულებაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაცნობიერების  თვალსაზრისითაც სამოქალაქო საზოგადოებას ახალი სტრატეგიების შემუშავება დასჭირდება.
სწორედ ამ პრობლემატიკის  გათვალისწინებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ განახორციელა პროექტი „CEDAW - თანასწორობა, კანონმდებლობა, რეალობა“, რომლის ფარგლებშიც არაერთი ტრენინგი და შეხვედრა ჩატარდა აქტიური, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობით. მათ შეისწავლეს კონვენციის კონკრეტული მუხლების დარღვევის ფაქტები და აღწერეს თავიანთ ნაშრომებში. წარმოდგენილ ბროშურაში სწორედ ეს ისტორიებია თავმოყრილი იმის ნათელსაყოფად, თუ რამდენად შეესაბამება ქართული სინამდვილე კონვენციის მოთხოვნებს და რამდენად ვახერხებთ გენდერული დისკრიმინაციის თანასწორობის კულტურით შეცვლას.


ავტორები: ხათუნა სამნიძე, ლელა გაფრინდაშვილი
წყარო: http://www.ge.boell.org/web/154-1180.html


ელექტრონული ჟურნალი "საერთაშორისო განვითარება"


2012 წლის ოქტომრიდან ვიწყებთ ელექტორნული ჟურნალის "საერთაშორისო განვითარება" გამოშვებას. ჟურნალი გამოვა თვეში ერთხელ, PDF ფორმატში და განთავსდება სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, ბლოგებზე. 
ოქტომბრის თვის ნომერში იქნება შემდეგი სტატიები:

1. რა არის მდგრადი განვითარება?;
2. აფრიკის რქის მოსახლეობის მომავალი სასწორზე ჰკიდია;
3. პროგრამა "ნულოვანი შიმშილი";
4. UNDP საქმიანობა საქართველოში;
5. ადამიანური განვითარების ინდექსი;
6. ამარტია სენი: განვითარება, როგორც თავისუფლება;
7. მწვანე რევოლუცია და ბიოტექნოლოგია;
8. მოსახლეობა და განვითარება;
9. სიღარიბე - გლობალური პრობლემა;
10. წყლის პრობლემა განვითარებად ქვეყნებში;
11. სიღარიბე საქართველოში;
12. მესამე სამყაროს ქვეყნები;
13. ჰაროდ-დომარის მოდელი;
14. ადამიანის უფლებები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში;
15. გარამავალი ეკონომიკა;
16. ბოლივიის განათლების სისტემა;

ECOSOC (გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო)

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო შედგება 54 წევრი სახელმწიფოსაგან და მისი ძირითად მოვალეობაა ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც ოთხი კვირის განმავლობაში მიმდიანრეობს ივლისის თვეში. ასევე 1998 წლიდან აპრილის თვეში ხვდებიან ფინანსთა მინისტრები, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი პრეზიდენტები, მათი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შემუშავებისათვის, რომლებიც რეკომენდაციის სახით წევრ სახელმწიფოებსა და გაეროს გადაეცემათ.

54 სახელმწიფოს ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ სამი წლის ვადით. აქედან  14 სახელმწიფო აფრიკიდან არის წარმოდგენილი, 11 აზიიდან, 6 აღმოსავლეთ ევროპიდან, 10 ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან და 13 დასავლეთ ევროპის და სხვა ქვეყნები.

რიო+20

გაეროს კონფერენცია მდგრადი განვითარების შესახებ. ცნობილია, როგორც რიო 2012, ან როგორც რიო+20. კონფერენცია გაიმართა 2012 წლის 13-22 ივნისს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. რიო+20 ეს იყო გაგრძელება 1992 წლის ისტორიული კონფერენციისა - გაეროს გარემოს დაცვის და განვითარების კონფერენცია (UNCED). კონფერენცია ორგანიზებული იყო გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ. 

კონფერენციას გააჩნდა სამი ძირითადი მიზანი:
1. უზრუნველჰყოს ახალი პოლიტიკური ვალდებულებები მდგრადი განვითარების შესახებ;
2. შეფასება მიმდინარე და განხორციელებული ხარვეზების შესახებ - უკვე არსებული შეთანხმებების ვალდებულებები;
3. ახალ და განვითარებად გამოწვევებზე ფოკუსირება;

კონფერენციის თემები იყო:
- კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოებმა შეთანხმებას მიაღწიეს ორ თემაზე: მწვანე ეკონომიკა მდგრადი განვითარების ფარგლებში და სიღარიბის აღმოფხვრა;
-ინსტიტუციონალური სტრუქტურა მდგრადი განვითარებისათვის;

და ზოგადად, რას ნიშნავს რიო+20? - რიო+20 ნიშნავს იმას, რომ 1992 წლიდან, როდესაც იგივე რიოში ჩატარდა დედამიწის სამიტი, მას შემდეგ კი გავიდა 20 წელი. ასევე წლების წინ ჩატარდა რიო+5 (1997 წელს) და რიო+10 (2002 წელს).



ბურკინა ფასო: ადამიანებით ვაჭრობა დასავლეთ აფრიკაში

ყოველწლიურად ათასობით ბურინა-ფასოელი გოგონა და ქალი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბურკინა-ფასოში, სადაც უკიდურესი სიღარიბე სუფებს და ძალიან რთულია სამსახურის პოვნა, ქალები სამსახურის საძიებლად სხვადასხვა სააგენტოებს მიმართავენ.
ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში და ესაზღვრება ექვსი სახელმწიფო: ჩრდილოეთით მალი, აღმოსავლეთით ნიგერი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ბენინი, სამხრეთით ტოგო და განა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით კი კოტ დ'ივუარი. ბურკინა-ფასოს დედაქალაქი უაგადუგუ. სწორედ უაგადუგუ არის ტრეფიკინგის ცენტრი.
ქვეყნის HDI (ჰუმანური განვითარების ინდექსი) არის ძალიან დაბალი და 181 ადგილზეა. ადამიანები, კერძოდ კი ახალგაზრდა გოგონები ევროპაში და აშშ-ში სამსახურის დაწყების მიზნით მიჰყავთ ჯერ ნიგერიაში, საიდანაც თითქოს უნდა მოხდეს მათი გამგზავრება ევროპაში ან აშშ-ში და სადაც თითქოს ძიძად, ან მომვლელად უნდა იმუშავონ. რეალურად კი მათ ამუშავებენ მეძავებად და აიძულებენ ასე გამოიმუშავონ უკან დასაბრუნებელი თანხა.