გაეროს კონფერენცია მდგრადი განვითარების შესახებ. ცნობილია, როგორც რიო 2012, ან როგორც რიო+20. კონფერენცია გაიმართა 2012 წლის 13-22 ივნისს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. რიო+20 ეს იყო გაგრძელება 1992 წლის ისტორიული კონფერენციისა - გაეროს გარემოს დაცვის და განვითარების კონფერენცია (UNCED). კონფერენცია ორგანიზებული იყო გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ.
კონფერენციას გააჩნდა სამი ძირითადი მიზანი:
1. უზრუნველჰყოს ახალი პოლიტიკური ვალდებულებები მდგრადი განვითარების შესახებ;
2. შეფასება მიმდინარე და განხორციელებული ხარვეზების შესახებ - უკვე არსებული შეთანხმებების ვალდებულებები;
3. ახალ და განვითარებად გამოწვევებზე ფოკუსირება;
კონფერენციის თემები იყო:
- კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოებმა შეთანხმებას მიაღწიეს ორ თემაზე: მწვანე ეკონომიკა მდგრადი განვითარების ფარგლებში და სიღარიბის აღმოფხვრა;
-ინსტიტუციონალური სტრუქტურა მდგრადი განვითარებისათვის;
და ზოგადად, რას ნიშნავს რიო+20? - რიო+20 ნიშნავს იმას, რომ 1992 წლიდან, როდესაც იგივე რიოში ჩატარდა დედამიწის სამიტი, მას შემდეგ კი გავიდა 20 წელი. ასევე წლების წინ ჩატარდა რიო+5 (1997 წელს) და რიო+10 (2002 წელს).
No comments:
Post a Comment