ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში და ესაზღვრება ექვსი სახელმწიფო: ჩრდილოეთით მალი, აღმოსავლეთით ნიგერი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ბენინი, სამხრეთით ტოგო და განა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით კი კოტ დ'ივუარი. ბურკინა-ფასოს დედაქალაქი უაგადუგუ. სწორედ უაგადუგუ არის ტრეფიკინგის ცენტრი.ქვეყნის HDI (ჰუმანური განვითარების ინდექსი) არის ძალიან დაბალი და 181 ადგილზეა. ადამიანები, კერძოდ კი ახალგაზრდა გოგონები ევროპაში და აშშ-ში სამსახურის დაწყების მიზნით მიჰყავთ ჯერ ნიგერიაში, საიდანაც თითქოს უნდა მოხდეს მათი გამგზავრება ევროპაში ან აშშ-ში და სადაც თითქოს ძიძად, ან მომვლელად უნდა იმუშავონ. რეალურად კი მათ ამუშავებენ მეძავებად და აიძულებენ ასე გამოიმუშავონ უკან დასაბრუნებელი თანხა.

No comments:
Post a Comment