გაეროს წარმომადგენლობა შეძრწუნებულია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი ახლახან ნაჩვენები სატელევიზიო კადრებით.
მივმართავთ ხელისუფლებას, განიხილოს პატიმართა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ყველა კონკრეტული შემთხვევა და უზრუნველყოს მათი დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მონაწილეა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებისა, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის, აგრეთვე გაეროს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კონვენციისა, რაც ავალდებულებს მას, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირებს მოეპყროს ჰუმანურად, მათი განუყოფელი პიროვნული ღირსების სრული პატივისცემით.
No comments:
Post a Comment