ბავშვებს მსოფლიოში ყველაზე მეტად განათლება, საკვები და გარემოს დაცვა აღელვებთ
მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ბავშვებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ყველაზე მეტად განათლების საკითხი აღელვებთ. ასევე პრიორიტეტულია საკვებისა და გარემოს დაცვის პრობლემა. ChildFund International-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში,”პატარა ხმები, დიდი ოცნებები”, მონაწილეობა 47 ქვეყნის 62000 ზე მეტმა ბავშვმა მიიღო. მათ უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებდნენ, საკუთარი ქვეყნის პირველი პირი რომ გამხდარიყვნენ. გამოკითხულთა ნახევარმა, უმეტესწილად განვითარებად ქვეყნებში, უმთავრეს პრობლემად კარგი განათლების მიღება დაასახელა. კვლევის მესვეურების განცხადებით, გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ბავშვობის ასაკმა ერთგვარად დაბლა დაიწია და დღეს 10-12 წლის ბავშვებს მათზე გაცილებით უფროსი ადამიანების შესაფერისი აზროვნება და აღქმა ახასიათებს. ”ყოველ შემთხვევაში, ისინი მთელი სისავსით აცნობიერებენ განათლების მიღების მნიშვნელობას”- განაცხადა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა სტივენ სტირლინგმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
No comments:
Post a Comment