UNDP საქართველოში


1992 წლის ივლისში საქართველო გაეროს 179-ე წევრი გახდა, რაც ორგანიზაციის ღირებულებების და პრინციპების აღიარებას გულისხმობს. საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისი 1993 წლის დასაწყისში გაიხსნა. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოში ერთ გუნდად მუშაობს გაეროს მრავალი სააგენტო, ფონდი და პროგრამა.

გაეროს ის სააგენტოები, რომელთაც მუდმივი წარმომადგენლობა აქვთ ქვეყანაში, საქართველოს გაეროს სააგენტოთა ჯგუფში (UNCT) ერთიანდებიან. საქართველოს გაეროს სააგენტოთა ჯგუფს გაეროს მუდმივი კოორდინატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გაეროს განვითარები პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობასაც ითავსებს.

გაეროს განვითარების პროგრამა არის გაეროს საერთაშორისო ქსელი, რომელიც განვითარების მიზნებს ემსახურება. მსოფლიოს 166 ქვეყანაში გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობამ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო ბიზნესის ნდობა დაიმსახურა.

როგორც გაეროს სააგენტო, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული სახელმწიფოს უფლებას საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს. როგორც განვითარებისათვის მომუშავე ორგანიზაცია, დადებითი ცვლილებისაკენ მოვუწოდებთ ქვეყნებს. ჩვენ კარგად გვესმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, რესურსებზედაც იოლად მიგვიწვდება ხელი. ამას ჩვენი ფართო საერთაშორისო წარმომადგენლობა და დეცენტრალიზებული მართვა განაპირობებს.  

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა 1993 წლიდან მუშაობს. სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში იგი ოთხ ძირითად სფეროში ეხმარება საქართველოს:
ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა ჩვენი ყველა პროგრამის აუცილებელ შემადგენელს წარმოადგენს.

No comments:

Post a Comment