ინდოეთის პროგრესი
ბილ გეითსი, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ჩართულია საერთაშორისო განვითარების საკითხებში, მეტად მოგზაურობს განვითარებად ქვეყნებში, კერძოდ აფრიკის, აზიისა და ლითიკური ამერიკის ქვეყნებში. ბოლო დროს ის იმყოფებოდა ინდოეთში, რომელიც როგორც ცნობილია მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზე (ჩინეთის შემდეგ) და სადაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია. დაავადებათა გეოგრაფია მრავალფეროვანია შტატების მიხედვით. ინდოეთში უკვე მუშაობენ სიღარიბისა და ჯანდაცვის საკითხებზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათგან გამორჩეული ადგილი უკავია ბილ და მელინდა გეითსების ფონდს რომელიც სიღარიბესთან და დაავადებებთან ბრძოლისათვის მილიარდობით დოლარს ხარჯავს.
ბილ გეითსი შეხვდა არასამთავრობოებსა და ინდოეთის მთავრობას. ის თავის ბლოგში წერს, რომ ის ხედავს აშკარა პროგრესს და მოხარულია, რომ ინდოეთში მთავრობა და NGO სექტორი ასე აქტიურად თანამშრომლობენ.
ბილ ბლოგში წერს: "მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ თუ საითკენ მიდის ინდოეთი, ამ ბოლო ვიზიტმა კი კვლავ შემახსენა, რატომ არის ხალხი და ქვეყანა ასეთი განსაკუთრებული"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment