ლურჯი ზონა (BLUE ZONE)

ლურჯი ზონა არის გეოგრაფიული ადგილი, სადაც ფიქსირდება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისა და სადაც ყველაზე მეტი ას წელზე ზევით ასაკის ადამიანები ცხოვროებენ. ლურჯი ზონის იდეა მომდინარეობს ამერიკელი მოგზაურისა და მწერალის დენ ბუეტნეს წიგნიდან: "ლურჯი ზონა: ხანგრძლივი სიცოცხლის გაკვეთილები, მათგან ვინც ყველაზე ხანდაზმულია". ლურჯი ზონის გეოგრაფიული ადგისათვის მახასიათებელია: არამწეველების რაოდენობა, ოჯახის ქონა, სწორი კვება (ე.წ.სარდინიული დიეტა, სადაც რაციონში მეტია მცენარეული საკვები), ფიზიკური დატვირთვა, სოციალურად აქტიურობა, პარკოსანი მცენარეები. მსოფლიოში გამოიყოფა ხუთი გეოგრაფიული ადგილი, რომელსაც ლურჯი ზონის სტატუსი აქვთ, ესენია:


 - იკარია - მცირე ზომის კუნძული ეგეოსის ზღვაში, რომელიც საბერძნეთს ეკუთვნის;
 - ნიკოიას ნახევარკუნძული კოსტა-რიკაში;
- კუნძული სარდინია იტალიაში; 
- კუნძული ოკინავა იაპონიაში;
 - ლომა ლინდა აშშ-ში (კალიფორნია);

No comments:

Post a Comment