პროგრამა "ნულოვანი შიმშილი"

ნული მშიერი, ან როგორც ცნობილია  Femo Zero. აღნიშნული პროგრამის ინიციატორად გამოვიდა ბრაზილიის მთავრობა, კერძოდ კი ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულუ და სილვა 2003 წელა და პორტუგალიურად ის არის Femo Zero. პროგრამის მიზანი ა აღმოფხვრას უკიდურესი შიმშილი და სიღარებე ბრაზილიაში.

როგორც ცნობილია ბრაზილიის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილის ზღვარზეა. არის მნიშვნელოვანი პრობლემა საცხოვრებელი სახლებისა, შექმნილია ე.წ. სიღარიბის ზონები, ისეთ დიდ ქალაქებშიც როგორებიცაა რიო-დე-ჟანეირო და სან-პაულო.

პირველ ეტაპზე პროგრამის ინიცირება მოახდინა ბრაზილიის სოციალური და განვითარებისა და შიმშილთან ბრძოლის სამინისტრომ. რომლის მიხედვითაც მუშავდება სამთავრობო სამოქმედო სტრატეგია ძირითადი საკვების შესახებ. რომელიც ასევე ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას გაჭირვებული ოჯახებისთვის, შექმნილია იაფი საკვები ობიექტები, ხდება განათლების დონის ამაღლება ჯანსაღი კვების შესახებ, ხდება ვიტამინებისა და რკინის შემცველი პროდუქტებით მოსახლეობის მომარაგება. ოჯახებს ასევე ეძლევათ საოჯახო მეურნეობის წამოსაწყებად იაფი მცირე კრედიტები.

"ნულოვანი შიმშილი", ეს არის უპრეცედენტო ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ.

გაგრძელება იქნება...

No comments:

Post a Comment