გაუდაბნოება


მსოფლიოს სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემებს შორის გაუდაბურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებითა თუ ანთროპოგენული (ადამიანის) უშუალო ზემოქმედებით. ადამიანის შედეგები უფრო თვალშისაცემია და მასშტაბური, ვიდრე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მიწის დეგრადაცია. 
საკუთრივ გადუაბურების, როგორც ტერმინის განმარტება მრავალ სირთულეებთან არის დაკავშირებული და 2005 წელს ჰელმუტ გეისტმა გამოჰყო 100-ზე მეტი განმარტება, რომელიც გაუდაბურებას ეხება. მაგრამ ყველაზე გავრცელებული არის პრინსტონის უნივერისტეტის ლექსიკონის განმარტება, რომელის მიხედვითაც გაუდაბურება არის – “პროცესი, როდესაც ნაყოფიერი მიწები გადაიქცევა უდაბურ ადგილად, რომლის შედეგია გაუტყეურება, გვალვა და არაჯეროვანი სოფლის მეურნეობა”.
ასევე არის განმარტება, რომლის მიხევითაც გაუდაბურება ეს არის მიწის დეგრადაცია არიდულ, სემიარიდულ და მშრალ სუბჰუმიდურ ტერიტორიებზე. დეგრადაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს კლიმატური და სხვა ბუნებრივი ფაქტორებით, მაგრამ ადამიანის საქმიანობა პირდაპირ და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ამ პროცესზე.
გაუდაბნოება დღეს გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე დედამიწის ისტორიაში. ჩვეულებრივ, ეს ხდება მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ინტენსიური მიწათმოქმედებისა და ვრცელი საძოვრების გამო. გაუდაბნოების შედეგად მცირდება (იკარგება) ბიომრავალფეროვნება, ხოლო ნიადაგის ნაყოფიერება ქვეითდება. მრავალფეროვანი ბუნებრივი ეკოსისტემები იცვლება ერთგვაროვანი (ერთი დომინანტი მრავალწლოვანი სახეობის შემცველი) ეკოსისტემით.
UNჩჩD-ის  (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაუდაბურებასთან ბრძოლის კონვენცია) მიხედვით გაუდაბურება განისაზღვრება როგორც “მიწის დეგრადაცია არიდულ, სემიარიდულ და მშრალ, ნახევრად-ტენიან რაიონებში, რომელიც იწვევს კლიმატურ ვარიაციებს და ადამიანის საქმიანობის ცვლილებას”
გაუდაბურების და მისი თანმდევი პროცესების უარყოფა შეუძლებელია. მრავალ ქვეყენაში გაუდაბურების პროცესი ბუნებრივად ხდება, თუმცა ასევე დიდია ადამიანის წვლილი გაუდაბურების პროცესში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გაუდაბურება გამოცხადა, როგორც გლობალური პრობლემა, რომელიც კავშირშია სიღარიებსთან და გარემოს ცვლილებებთან. UNCCD დაარსდა 1992 წელს, რიო-დე-ჟანეიროს “დედამიწის სამიტზე”. ამ დროისათვის 175 სახელმწიფოს აქვს ეს დოკუმენტი რატიფიცირებული.    
გაუდაბურების პრობლემებთან 250 მილიონი ადამიანი პირდაპირ კავშირშია, ხოლო 1 მილიარდამდე ადამიანი, მსოფლიოს 100 ქვეყანაში პოტენციური საფრთხის  ქვეშაა, რომელიც გაუდაბურებით გამოწვეულ საფრთხეს შეიცავს. მასთან გრძელვადიანი ბრძოლა გამოცხადებულია ძირითადად დასახლებულ მშრალ კლიმატურ რაიონებში. სამწუხაროდ, აქამდე განხორციელებულმა ბრძოლამ გაუდაბურებასთან ვერ გამოიღო ისეთი  მასშტაბის შედეგები, რომელიც გაუდაბურების შეჩერებას შეძლებდა. ეს იმიტომ, რომ არ იყო ეფექტური პრევენციული პროგრამები, რომლებიც როგორც გლობალურ ისე ლოკალურ დონეზე შეძლებდა ეფექტურობის გაზდას. 100-ზე მეტმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით უნდა შემუშავდეს, როგორც გლობალური გაუდაბურებსთან ბრძოლის მოდელი, ისე რეგიონალური და სუბ-რეგიონალური მოდელები. გამოიყო ოთხი ძირითადი რეგიონი, სადაც თვალსაჩინოა გაუდაბურების შედეგები, ესენია: აფრიკა (აქ ყველაზე მძიმე შედეგებთან გვაქვს საქმე), აზია, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი და ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი. აღნიშნულმა კონვენცია ბოლო დროს დაიწყო ახალი ეტაპი გაუდაბნიებასთან ბრძოლაში. მთავრობებმა  შეადგინეს “სახელმწიფო სამოქმედო გეგმები”, რომელიც ფოკუსირედება საერთო ცნობიერების ასამაღლებლად, გაუდაბურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, როგროც განვითარებულ ისე განვითარებად სახელმწიფოებში. მათი ღმრა რწმენით გაუდაბურებასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი და საერთაშორისო ქცევის ცვლილებების შედეგად. ეს ცვლილებები ეტაპობრივად მიგვიყვანს მიწის მდგრად გაოყენებამდე და სასურსათო უსაფრთხოებას მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის ფონზე.
შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც გაუდაბურებას უკავშირდება, ესენია:


1.დედამიწის 1/4 გაუდაბნოება ემუქრება – 3.6 მილიარდ ჰექტარზე მეტი.
2.1990 წლიდან ყოველწლიურად 6 მილიონი ჰექტარი მიწა იკარგება, მიწის დეგრადაციის გამო.
3.1950 წლიდან დღემდე სასმელი წლის მარაგი 2/3 შემცირდა.
4.გაუდაბურება ემუქრება 1 მილიარდა ადამიანს. 135 მილიონი ადამიანი კი უკვე დატოვა უსახლ-კაროდ.
5.ყოველწლიურად გაუდაბურება 42 მილიარდი აშშ დოლარის ზარალს იწვევს.
6.UNCCD მიიჩნევს, რომ სასოფლო არეალებში სიღარისბის ერთ-ერთი მიზეზი გაუდაბურებაა. და პირიქით, სიღარიბე ჰქმნის შემდგომ გაუდაბურებას.

No comments:

Post a Comment