გაუდაბნოების ძირითადი არეალები


გაუდაბნოებულ არეალებში, კერძოდ კი საჰარის აფრიკის რეგიონში მნიშვნელოვანია კალიების მიერ ისედაც მწირი ნათესების განადგურება, რაც ბუნებრივია სიტუაციას გაუსაძლის ჰქმნის და წამოიჭრება საკვების დეფიციტი. საძოვრების უკონტროლო გამოყენებამ გამოიწვია საძოვრების გაქრობა. გაუდაბნოებას ხელს უწყობს ჯოგურად მოძრავი ცხოველები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ტკეპნიან ასე თუ ისე ვარგის ნიადაგს, რაც შემდგომი გამოუსადეგარი ხდება. გაუდაბნოებულ რეგიონებში მნიშვნელოვნად შემაფერხებელი მაღალი ბუნებრივი მატება, შესაბამისად მოსახლეობის ზრდასთან ერთად ირზება მოთხოვნილება საკვებზე და რაც მთავარია წყალზე, რომელიც არცთუ ადვილი მოსაპოვებელია გაუდაბნოებულ რეგიონებში. ქარების შედეგად გამომშრალი, ეროზირებული მიწები ყოვლად გამოუსადეგარია. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამისათვის მნიშვნელოვანია გაუდაბნოებასთან ბრძოლის საკითხები. 1990 წელს გაეროს ექსპერტები ვარაუდობნენ, რომ არსებული გაუდაბნოების ტემპებით მალე დედამიწის ტერიტორიის 1/4 გაუდაბნოებული იქნებოდა.
საჰელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას და ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის გაუდაბურების პრობლემა. საჰელი არის ვრცელი ბუნებრივი ზონა, რომელიც საჰარის სამხრეთით მდებარეობს. საჰელი არაბული სიტყვა და ნაპირს ნიშნავს. ანუ საჰარის სამხრეთ ნაპირს. საქმე იმაშია, რომ ეს ნაპირი დღითიდღე სამხრეთისკენ მოძრაობს. საჰელის ბუნებრივი ზონა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: მავრიტანიას, სენეგალს, მალის, ბურკინა-ფასოს, ნიგერისა და ჩადის. ასევე შესაძლებელია ამ რიცხვს მივაკუთვნოთ გამბია, კაბო-ვერდე, ეთიოპია და სომალი. საჰელის სამხრეთ ნაწილში მასობრივად მიმდიანრეობს გაუტყეურების პოცესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გაუდაბურებასთან და მისი ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია. ძირითადად ტყის რესურსის გამოყენება ადგილობრივების მიერ გასათბობად და საკვების მოსამზადებლადაა საჭირო.


გაუდაბურება ჩინეთში. ჩინეთის მთავრობა უკვე ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხელ მიიჩნევს გაუდაბურების საკითხის, რომელიც შესამჩნებია გობის უდაბნოეს მიდამოებში, რომელიც დასავლეთ ჩინეთში მდებარეობს. ჩინეთის მთავრობამ უკვე შექმნა ანტიგაუდაბურებასთან ბრძოლის კომისია, რომელიც აქტიურად სწავლობს გაუდაბურების პრობლემებს ჩინეთში და პრევენციების შემუშავებას ახორციელებს. ჩინეთი მიიჩნევს, რომ მათ 300 წელი დასჭირდებათ იმ გაუდაბურებული ტერიტორიების აღსაგენად, რომელიც ბოლო ათწლეულებში გაუდაბურდა.
ჩინეთის ტერიტორიის 28% უდაბნოს უკავია. თან უდაბნოს პროცენტული მაჩვენებელი ყოველწიურად იმატებს – საქმე გვაქვს არნახულ გაუდაბურების პროცესთან, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ვრცელდება. ძველი უდაბნოები ფართოვდება და წარმოიშვება ახალი უდაბნოები.
ჩინეთის ვრცელი ტერიტორიების გაუდაბურება ძირითადად გამოწვეულია ადამიანის მიერ უშუალო ჩარევის შედეგად, რომელიც აქტიუად იგძნობა პეკინის ჩრდილოეთ რაიონებში და ქინგაის პროვინციაში, ასევე შიდა მონღოლეში. ტაკლამაკანსა და კუმტაგის უდაბნოებში გაფართოვების პროცესები ისე სწრაფად მიმიდნარეობს, რომ შესაძლებელია სულ მალე ისინი ერთმანეთს შეერწყან. არნახულად იზრდება გობი, რომელიც 1994-1999 წლებში 54 ათასი კვადრატული კილომეტრით გაიზარდა.

No comments:

Post a Comment