გაუდაბნოების შედეგები და კონსერვაციის პროექტები


საერთაშორისო ორაგნიზაციები აქტიურად მუშაობენ აფრიკის რეგიონში, სადაც გაუდაბნოების პრცესი სავალალოა. ისინი მოკლევადიანი დახმარებებით, რომელიც მოიცავს სასმელი წყლითა და საკვებით მოსახლეობის უზრუნველყოფას, რათა შემცირდეს სიკვდილიანობა. ასევე ორგანიზაციების ეგიდით ხორციელდება გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ რეზერვუარების შექმნას სასმელი წყლისათვის და მძლავარი ჭაბურღილების შექმნას. მაგალითად ბურკინა ფასოში მოწყობილია “მაგიური ქვები”, სადაც ხდება წყლის კონსერვაცია. მავრიტანიაში ორგანიზაციების მიერ ხორციელდება მასობროვად ხეების დარგვა, რათა შეამციროს ნიადაგის ეროზია. 
გაუდაბნოების არეალებში მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა ორგანიზაციების საკვების დახმარების პროგრამებშია მოხვედრილი.
გაუდაბნოების საკითხებში და მისი კონსერვაციის პროექტებზე აქტიურად მუშაობს ედენის ფონდი (Eდენ Fოუნდატიონ), რომელიც 1985 წელს დაარსდა შვედეთში. ნიგერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ქვეყანაა, რომელიც მდებარეობს საჰარის სამხრეთ ნაწილში. მოსახლეობა ძალიან ღარიბია, არის საკვებისა და წყლის პრობლემები. ედენის ფონდის პროექტი ნიგერის სახელმწიფოსთან მიმართებაში მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ნარგავების – ბუჩქების, ხეების დარგვა, რათა მოსახლეობას ცოტათი მაინც შეუვსოს საკვების დეფიციტი. დედამიწაზე 250 ათასი მცენარის სახეობაა, ამათგან მხოლოდ 20 სახეობაზე მოდის მსოფლიოში საკვების 90%. ედენის ფონდის დახმარებით, რომელიც გაუდაბნიების საკითხებთან ერთად სხვა სოციალურ საკითხებზეც მუშაობს, შეარჩიეს სპეციალური მცენარეთა ჯიშები, რომელთაც ნიგერის ბუნებრივი პირობებისადმი შემგუებლობა და მოსავლიანობა გააჩნიათ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ დაურიგეს ნერგები და თესლები და შესაბამისი ტრენინგებიც ჩაუტარეს. ძირითადად ითესება ფეტვი.
აფრიკის რეგიონისათვის, ძირითადად კი ცენტრალური აფრიკისათვის და საჰარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირია სამოქალაქო ომები და პოლიტიკური დესტაბილიზაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც განვითარების საკითხებში მუშაობენ, ხშირ შემთხვევაში უჭირთ, ან არაეფექტური ხდება მათი მუშაობა რეგიონში, ზემოთდასახელებული მოვლენების გამო.

No comments:

Post a Comment