ჯურღმულები


ტერმინი "ჯურღმული", ინგლისურად Slum - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოს UN-HABITAT (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის დასახლების პროგრამა) მიერ იქნა მიღებული და არის ქალაქის ის ადგილი სადაც სუფევს სიღატაკე, უსუფთაობა, არ არის მოწესრიეგბული კომუნიკაციები, არ არის უსაფრთხო გარემო. გაეროს მონაცებით 1990 წლიდან 2005 წლამდე განვითარებად ქვეყნებში ასეთ არეალებში მცხოვრები მოსახლების პროცენტული მაჩვენებელი 47 პროცენტიდან 37 პროცენტამდე შემცირდა.

მაგრამ მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად იზრდება, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში და ასევე იზრდება ურბანიზაციის დონე. ურბანიზაციის ტემებით სწორედ რომ განვითარებადი ქვეყნები გამოირჩევიან - იზრდება ჯურღულების  რაოდენობა. არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა, არის კომუნიკაციების და სხვა საბინაო პრობლემები.
გაეროს მონაცემებით დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ჯურღმულებში და გაეროს ექსპერტების გათვლებით ეს მაჩვენებელი 2030 წლისათვის მიაღწევს 2 მილიარდს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებიც მსგავს ქოხებში ცხოვრობენ წინააღმდეგნი არიან მათ საცხოვრებელს ჯურღმული ეწოდოს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მათ იმ ადგილიდან გასახლება ემუქრებათ. ასევე ბევრი მეცნიერი ეწინააღმდეგება UN-HABITAT  და მსოფლიო ბანკის კამპანიას "ქალაქები ჯურღმულების გარეშე"-ს, რადგანაც ისინი თვლიან, რომ ეს ხელს უწყობს მასობრივ ძალისმიერ გასახლებებს ასეთი არეალებიდან.
აშშ-ში და ევროპაში ნელ-ნელა ვითარდება ჯურღმულების ტურიზმი, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: მუმბაი, რიო-დე-ჟანეირო, ჯაკარტა, კიბერა (ქალაქი კენიაში, ნაირობისთან ახლოს).

No comments:

Post a Comment