
ბილ და მელინდა გეითსებით ფონდი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო განვითარების მიმართულებით მუშაობს. ფონდის შექმნის ინიციატივა ცნობილ ამერიკელ მილიარდერს, მეწარმესა და ქველმოქმედს, ბილ გეითს ეკუთვნის. ფონდი ბილისა და მისი მეუღლის მელინდას სახელს ატარებს და ფაქტიურად მის საქმიანობაში მთელი ოჯახია ჩაბმული, განსაკუთრებით ბილის მამა უილიამ გეითსი. ორგანიზაცია ძირითადად ჯანდაცვისა და
სიღარიბის პრობლემებზე მუშაობს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა, აშშ-ში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში მდებარეობს. ასევე ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურადაა ჩაბმული ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, ფორბსის მილიარდერთა ათეულის წევრი უორენ ბაფეტი.
No comments:
Post a Comment